ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალურ მატჩში მეტრეველი პირველ ნომრად განთესილ ალექსეი ვატუტინთან 2:6, 0:1-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. მანამდე ტურნირზე ასპარეზობა გიორგი ცივაძემ და გიორგი ჯავახიშვილმაც დაასრულეს.