ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ალექსანდრე მეტრეველმა რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში
ძირითად ბადეში გააღწია გიორგი ცივაძემაც, რომელიც კვალიფიკაციაში მე-12 ნომრად გახლდათ განთესილი და გადამწყვეტ წრეში რუს ალან ბზაროვს 3:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში ვეღარ გააგრძელა. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე რუსი კირილ დმიტრიევი იქნება.
მიზანს ვერ მიაღწია კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად მიჩნეულმა გიორგი ჯავახიშვილმა, რომელმაც მე-2 განთესვის მქონე რუს ილია ლებედევთან 4:6, 0:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ყაზახი დენის იევსეევი მე-3 ნომრად განთესილ ესტონურ-რუსულ დუეტს (ივანოვი-ნედელკო) გაეჯიბრებიან.