ჩოგბურთი

17:40 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა მასპინძელს აჯობა

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა.

მეტრეველმა მე-5 ნომრად განთესილი მასპინძელი დენის იევსეევი 6:2, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც რუს ანდრეი პლოტნის ეთამაშება.

ასპარეზობა დაასრულა გიორგი ჯავახიშვილმა, რომელმაც საკვალიფიკაციო ბადიდან მერვედფინალამდე მიაღწია, იქ კი მე-7 რეიტინგის მქონე ბულგარელ ალექსანდერ ლაზოვთან 2:6, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. 

0.115089