ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მასპინძელი ევგენი კოროლიოვის ბარიერი დასძლია და მეოთხედფინალში გააღწია.
მეტრეველმა მე-3 ნომრად განთესილ ყაზახ ჩოგბურთელს, რომელიც 2010 წლის თებერვალში მსოფლიოს რეიტინგში 46-ე ადგილზეც კი გახლდათ, პირველი სეტი 6:4 მოუგო, შემდეგ კი კოროლიოვმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
მეოთხედფინალში მეტრეველის მეტოქე მე-7 რეიტინგის მქონე რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება, რომელმაც გასულ წრეში გიორგი ჯავახიშვილი 6:4, 6:4 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში მეტრეველმა და ყაზახმა დენის იევსეევმა გიორგი ცივაძეს და უზბეკ შონიქმატიონ შოფაიზიევს 3:6, 6:2, 10:8 მოუგეს და ნახევარფინალში პირველ ნომრად მიჩნეულ ბელარუსულ დუეტს (იარასლაუ შილა-ანდრე ვასილევსკი) გაეჯიბრებიან.