ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველი იტალიური “როზეტოს” სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა. ეს იტალიის რანგით მე-3 ლიგაში მოხდა, სადაც როზეტოელები ლიდერ “აგრიგენტოს” დაუხვდნენ და 68:89 წააგეს.
მეტრეველი მოედანზე 29:08 წუთით გამოჩნდა და მასპინძლებს 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის გუნდმა 13 მოგების წილ მე-13 მარცხი განიცადა და 16-გუნდიანი ლიგის სატურნირო ცხრილის შუაგულში რჩება.