იტალიის რანგით მე-3 ლიგა ლეგადუე სილვერში ნიკა მეტრეველის “მოდუს როზეტო” ერთ-ერთ ლიდერ “ბაუერ მატერას” ესტუმრა და მოულოდნელად იოლად – 92:81 იმარჯვა. ქართველი ფორვარდის კლუბმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 16 ქულის სხვაობით მოიგო.
მეტრეველმა მოედანზე 17:40 წუთი გაატარა, სათადარიგოთა სკამზე კი 5 პერსონალური ფოლის გამო გადაინაცვლა. ნიკამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და სტუმრებს 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა.
როზეტოელებს ამერიკელმა ალექს ლეგიონმა ულიდერა 32 ქულით და 12 მოხსნით, გუნდმა კი 13-13 მოგება-წაგებით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.