ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აკტობეს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ასპარეზობს, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეტრეველმა მე-7 ნომრად განთესილ ბელარუს იარასლაუ შილას 6:4, 6:1 სძლია, შემდეგ რაუნდში კი პირველი რეიტინგის მქონე რუს ალექსეი ვატუტინს შეერკინება. თავის მხრივ, მერვედფინალში მე-3 ნომრად მიჩნეულ ყაზახ დენის იევსეევთან 3:6, 3:6 დამარცხდა გიორგი ცივაძე.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გიორგი ჯავახიშვილი და ცივაძე ფავორიტებად მიჩნეულ ბელარუსებს – შილას და ანდრეი ვასილევსკის ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 2:6.