ჩოგბურთი

12:33 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ტიტულისთვის იბრძოლებს

ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე განთესილთა შორისაც არ ყოფილა, ოთხ რუს ჩოგბურთელს მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მეტრეველმა ფიოდორ ჩერვიაკოვი 6:4, 6:3 დაამარცხა, შემდეგ ივან ნედელკოს 4:6, 6:3, 7:5 მოუგო, მეოთხედფინალში ანდრეი პლოტნის აჯობა – 6:3, 6:1, ხოლო ნახევარფინალში ალექსანდერ ლობკოვს გაუმკლავდა – 7:6 (8:6), 6:2.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ძალებს მე-8 რეიტინგის მქონე სლოვაკ ფილიპ ჰორანსკისთან მოსინჯავს.

0.115243