ფეხბურთი

10:20 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეთოფეებმა” “ქალაქელებს” ამხანაგურად აჯობეს

 “არსენალმა” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, შეხვედრა ამხანაგური იყო, მაგრამ არსენ ვენგერი დარწმუნდა, რომ სასურველი ლუის სუარესის გარეშეც კარგი შეტევის ხაზი ჰყავს. მატჩს ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე 39 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ფინეთისთვის ერთობ იშვიათი შემთხვევაა.

“მეთოფეები” მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, როცა აარონ რემზიმ მოედნის სიღმიდან გამოზომილი პასით უოლკოტი ჰარტთან პირისპირ გაიყვანა და თეოსაც გატანა არ გასჭირვებია. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მეორე ნახევარში ვენგერმა ლამის მთელი გუნდი შეცვალა, თუმცა ამით “არსენალი” უფრო მობილური გახდა. ჯერ კასორლამ დატოვა რემზი მეკარესან პირისპირ და 2:0, შემდეგ კი ჟირუ აღმიჩნდა ჰარტთან მარტოდ და თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხით გაიტანა. მოკლედ, სამივე გოლში “ქალაქელთა” დაცვამ პოზიციური შეცდომები დაუშვა. ბოლოსკენ კი მანჩესტერელების ახალშენაძენმა, ალვარო ნეგრედომ ერთი ბურთი გაქვითა. არადა, წინა დღეს პელეგრინი ამბობდა, წლეულს პრემიერლიგაში ყველაზე კარგი გუნდი ჩვენ გვყავსო. ვნახოთ, პრემიერლიგის დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა.

არსენალი – სიტი 3:1 (1:0)

ჰელსინკი. ოლიმპიური სტადიონი. 39 000

არსენალი: შჩესნი (ფაბიანსკი 46), სანია (ჯენკინსონი 73), მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, არტეტა (პერესი 68), რემზი (ჰაიდენი 88), უილშირი (კასორლა 46), პოდოლსკი (ჟირუ 46), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ზელალემი 74), უოლკოტი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სიტი: ჰარტი, საბალეტა (რიჩარდსი 46), კომპანი, ლესკოტი (ბოიატა 86), კლიში, მილნერი (ნავასი 46), ფერნანდინიო (როდუელი 80), იაია ტურე (გარსია 68), სილვა, ნეგრედო (იოვეტიჩი 68), ჯეკო (ნასრი 46)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 უოლკოტი (9), 2:0 რემზი (59), 3:0 ჟირუ (62), 3:1 ნეგრედო (80) 

0.125612