მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალის” მთავარი სამიზნე “პორტუს” ფორვარდი ჯექსონ მარტინესი იქნება. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.
“არსენალი” ახალი ფორვარდის ძიებაშია და სასურველ კანდიდატურად სწორედ კოლუმბიელს განიხილავს. ლონდონელთათვის მარტინესის ხელში ჩაგდება იოლი არ იქნება, რადგან სამხრეთამერიკელის გადაბირება “დორტმუნდსაც” სურს. გერმანელები კოლუმბიელს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ.
ცნობისათვის, მარტინესმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.