ჭიდაობა

10:58 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეთექვსმეტედფინალს ერთი ქართველიც ვერ გასცდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ოქრო-ვერცხლის გარეშე ჩაამთავრებს. დღეს ტაშკენტის ხალიჩაზე ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო სამ წონით კატეგორიაში: 59, 71 და 98 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. ქართული დროშის ქვეშ გოდერძი დავითაძემ (59 კგ), მინდია წულუკიძემ (71 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (98 კგ) იჭიდავეს და სამივე წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა.

დავითაძემ პირველ მეტოქეს – მაროკოელ ფუად ფაჟარს 5:0 მოუგო, მაგრამ კუბელ ისმაელ ბორეროსთან ვეღარას გახდა.

წულუკიძე ამერიკელ ჯასტინ დაშაუნ ლესტერს დაუპირისპირდა და 0:5 წააგო. იმერლიშვილისთვის კი დაუძლეველი ზღუდე ყაზახი ჟანარბეკ კაბდოლოვი (0:1) აღმოჩნდა.

ქართველი მოჭიდავეები ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ მათი მძლეველები ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

 

ვასილ მშვილდაძე

0.115735