სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:37 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა“ თურქები დაამარცხა

რუსთავის “მეტალურგმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა და თურქეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე “თავშანლი“ 1:0 დაამარცხა.

“მეტალურგის” პრეს-სამსახურის ცნობით, მატჩის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე სიხარულიძემ გაიტანა, რომელიც გეწაძის ჩაწოდებულს გამოეხმაურა.

აღნიშნულის შემდეგ რუსთაველებს სხვაობის გაზრდის რეალური შანსი რამდენჯერმე მიეცათ, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ მცირე კომენტარი გააკეთა: “თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც გუნდს ბერიაშვილი და ფიფია დაუბრუნდებიან, შეტევა უფრო მრავალფეროვანი გახდება. მოხარული ვარ, რომ ბერიაშვილმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო. ის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში აუცილებლად ითამაშებს”.

“მეტალურგმა“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, მახვილაძე, სუხიაშვილი, გეწაძე, რაზმაძე, გურეშიძე, კირკიტაძე, კორღალიძე, სიხარულიძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: მაისაშვილი, ორბელაძე, კაკუბავა, ქავთარაძე, დობროვოლსკი, ხაბელაშვილი, საჯაია, ვასაძე, კორღალიძე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125603