ფეხბურთი

17:05 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” შევსება მიიღო

რუსთავის “მეტალურგმა”, რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში გელა სანაია ჩაუდგა, სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

რუსთავული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, “მეტალურგში” ჩაირიცხნენ ნახევარმცველები: გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე და დავით კირკიტაძე.

ვასაძემ რუსთაველებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო გურეშიძემ ხელშეკრულება 1+1 სისტემით დადო. აქამდე, ისინი თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” თამაშობდნენ. კირკიტაძე საჩხერის “ჩიხურას” ღირსებას იცავდა.

მომავალ სეზონში, კვლავ “მეტალურგში” ითამაშებს გოგი ფიფია, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

“მეტალურგი” სეზონისთვის მზადებას 24 ივნისს დაიწყებს. რუსთაველები ავსტრიაში ან თურქეთში 10-დღიანი შეკრების გავლასაც გეგმავენ.


თეგებიმეტალურგი
0.120752