ფეხბურთი

13:24 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” შეკრებაზე წასვლამდე “ვიტ ჯორჯიასთან” წააგო

თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე, რუსთავის “მეტალურგმა” საშინაო არენა “ფოლადზე” ამხანაგური მატჩი თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” გამართა და 1:2 დამარცხდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

შერმადინი, რაზმაძე, სუხიაშვილი, ჯაფარიძე, სიხარულიძე, კირკიტაძე, მახვილაძე, დობროვოლსკი, კაკუბავა, გურეშიძე, გეწაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბედიაშვილი, ლობჯანიძე, კაკულია, ორბელაძე, ქავთარაძე, ხაბელაშვილი, დავით საჯაია, გავაშელიშვილი, ექვთიმიშვილი, სიხარულიძე.

“ვიტ ჯორჯიას” თავკაცმა ზურაბ ბერიძემ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

დაუშვილი, იაშვილი, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი, წყაროზია, ღიბრაძე, კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა, კუხალეიშვილი.

მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ:

რეჭია, ბუაჩიძე, გეთიაშვილი, კახიძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, გახარია, გაგნიძე, ხვისტანი, სოფრომაძე, ლობჯანიძე.

მატჩის 21-ე წუთზე, ანგარიში გიორგი ჯანელიძემ გახსნა. 39-ე წუთზე, რევაზ გეწაძემ თანაფარდობა აღადგინა. 61-ე წუთზე, ლაშა კასრაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

“მეტალურგი” 18 ივლისს 12-დღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.


0.10936