რუსთავის “მეტალურგმა” თურქეთში შეკრება გამარჯვებით დაასრულა.
რუსთავული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გელა სანაიას შეგირდებმა თურქულ “ბეიუქშეჰირს” 1:0 აჯობეს. “მეტალურგმა” ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.
ოთხშაბათს, რუსთაველები სამშობლოში დაბრუნდებიან და ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებენ.
აქვე გეტყვით, რომ სანაია, რუსთავში სტადიონ “ფოლადზე” პრესკონფერენციას გეგმავს და კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის ახალწვეულებსაც წარადგენს.