რუსთავის “მეტალურგმა” თურქული შეკრება მაკედონიის “ტურნოვოსთან” სპარინგით (1:1) დაასრულა. საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რუსთაველთა რიგებში ერთადაერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ახალწვეულმა ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა.
“მეტალურგმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: ბედიაშვილი, დავით საჯაია (კაკულია 65), ვარლამ კილასონია, მახვილაძე, ტვილდიანი (გოგინაშვილი 65), სეთურიძე, დობროვოლსკი (კაკაშვილი 65), გიგაური, ჩირგაძე (ექვთიმიშვილი 65), ჩიმაკაძე (ოქროპირიძე 65), მიქაბერიძე (ქავთარაძე 12).
ვარლამ კილასონიას შეგირდებმა თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. “მეტალურგმა” რუსეთის “გაზოვიკსა” (1:0) და რუმინეთის “ტირგუ მურეშს” (2:0) მოუგო, თურქმენეთის “ნებითიჩისთან” (0:2) წააგო და “ტურნოვოს” დაუზავდა.