ფეხბურთი

12:28 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” სამხრეთკორეელები დაამარცხა

რუსთავის “მეტალურგმა”, რომელიც სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება, მე-3 საკონტროლო მატჩში სამხრეთ კორეის “პოჰანგთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“მეტალურგმა” მეტოქეს გოგი ფიფიას წყალობით სძლია, რომელმაც თავი 76-ე წუთზე გამოიჩინა.
განვლილ სპარინგში რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
ბათიაშვილი, საჯაია, მახვილაძე (ცნობილაძე, 68), ინწკირველი, გეწაძე, ხაბელაშვილი (ლობჟანიძე, 68), რაზმაძე, ახალკაცი (ფიფია, 62), სიხარულიძე (დობროვოლსკი, 67) სუხიაშვილი, ქავთარაძე.
მომდევნო საკონტროლო თამაშს “მეტალურგი” რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ ნოვოკუზნეცკის “მეტალურგთან” 14 თებერვალს ჩაატარებს.

თეგებიმეტალურგი
0.122809