სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:00 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მეტალურგმა“ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

 

„მეტალურგმა“ შევსება დაცვით რგოლშიც მიიღო. დღეიდან რუსთაველთა რიგებს მცველები - სერგო ორბელაძე და დავით მაისაშვილი შეუერთდნენ. „მეტალურგმა“ ორბელაძე ბოლნისის „სიონიდან“ დაიმატა. 30 წლის  მცველმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მაისაშვილი, რომელიც ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას იცავდა, რუსთავულ კლუბს ორი წლით დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას რუსთაველები ხვალ შეუდგებიან. „მეტალურგის“ ახალწვეულები  გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს სწორედ ხვალ, „ფოლადის“ სტადიონზე გამართავენ.

საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.173566