ფეხბურთი

17:14 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” ზედა ექვსეულშია

კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის 22-ე ტური გაიმართა. გასარკვევი ერთი რამ იყო, ვინ გახდებოდა “ელიტის” ბოლო, მეექვსე გუნდი. შანსი “მეტალურგს” და “დილას” ჰქონდათ. ორივემ გაიმარჯვა, მაგრამ რადგან რუსთაველებს მანამდეც ერთი ქულით მეტი ჰქონდათ, ზედა ექვსეულში ისინი მოხვდნენ.

ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო “ზესტაფონმა” ისე, რომ გოლი არ გაუშვია. მართლაც ფანტასტიკური შედეგია. ამჯერად მარგველებმა “სიონი” 1:0 დაამარცხეს და მეორე ადგილზე აინაცვლეს, რადგან “ჩიხურამ” ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. 

 ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მამუკა ღონღაძე (7), 1:1 გიორგი გაბედავა (23), 1:2 იგორ სავჩენკოვსი (66)

 

დინამო (თბილისი)– მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შალვა ექვთიმიშვილი (68) 

 

 სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი  0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ზაზა ჭელიძე (5) 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკა რაზმაძე (პე, 45), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (52), 1:2 დავით ციცხვაია (68)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (56), 2:0 გიორგი კორიფაძე (57), 2:1 ზვიად მეტრეველი (90) 

 

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოთარ ჯავაშვილი (5), 2:0 ირაკლი სიხარულია (71)

 

                    1-6 ადგილებისთვის

 

1       დინამო (თბ)                22            15            3           4               51:17              48
2 ზესტაფონი 22 12 4 6 30:15 40
3 ჩიხურა 22 11 5 6 40:33 38
4 გურია 22 11 0 11 25:29 33
5 სიონი 22 9 6 7 27:23 33
6 მეტალურგი 22 9 6 7 26:25 33

 

                    7-12 ადგილებისთვის

 

7           დილა                          22            8              8           6              28:22              32
8 ვიტ ჯორჯია 22 8 5 9 28:29 29
9 ტორპედო 22 8 5 9 24:30 29
10 სპარტაკი 22 6 2 14 19:32 20
11 ზუგდიდი 22 5 5 12 12:30 20
12 მერანი 22 4 3 15 16:41 15

 

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.115816