სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:52 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი”: სეთურიძე, მიქაბერიძე და გეწაძეც

გიორგი სეთურიძე რუსთავის „მეტალურგში ითამაშებს. 28 წლის მცველისთვის რუსთავური გუნდი უცხო არ არის – “მეტალურგის” ღირსებას ადრეც იცავდა და ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარა, გასულ წელს კი თბილისის “დინამოში” თამაშობდა. სეთურიძემ გუნდთან ერთად დღეს „ფოლადის” სტადიონზე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

“მეტალურგში” ვარჯიშობს გიორგი მიქაბერიძეც, რომელიც გასულ წელს თბილისის „დინამოში“ სწორედ რუსთავული გუნდიდან გადავიდა. 25 წლის ნახევარმცველი კლუბთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააფორმებს.

„მეტალურგს“ ასევე შეუერთდება რევაზ გეწაძე. გეწაძეს ქვემოქართლელთა დატოვება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა და ქუთაისის “ტორპედოში” აპირებდა წასვლას, თუმცა რუსთაველი გულშემატკივრების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა “მეტალურგში” დარჩენა ამჯობინა.

ამ სამ ფეხბურთელზე ინფორმაცია “მეტალურგის” პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13853