ფეხბურთი

12:18 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბმა რუსთავის “მეტალურგმა” რამდენიმე ფეხბურთელთან, რომელთაც კონტრაქტები ამოეწურათ, თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.

“მეტალურგის” პრესსამსახურის ცნობით, გუნდი დატოვეს მეკარეებმა ზურა ბათიაშვილმა და მიხეილ ალავიძემ, ნახევარმცველებმა ზურაბ მენთეშაშვილმა და გიორგი განუგრავამ, მცველმა ალექსანდრე ინწკირველმა. ნახევარმცველი რომან ახალკაცი ტრანსფერზე დააყენეს. გიორგი მიქაბერიძე თბილისის “დინამოში” ისინჯება.

ორშაბათს, 24 ივნისს, გელა სანაიას ხელმძღვანელობით, რუსთაველებმა სტადიონ “ფოლადზე” პირველად ივარჯიშეს. ახალი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში იყვნენ “მეტალურგის” ახალწვეულები გიორგი ბერიაშვილი, გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე, დავით კირკიტაძე, სერგი ორბელაძე და დავით მაისაშვილი.

18 ივლისამდე რუსთაველები ადგილზე მოემზადებიან, ხოლო შემდეგ, 10-დღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებიან. 

0.11352