ფეხბურთი

20:13 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალისტი” პაოკ-მა შეცვალა, "მაკაბი" პირდაპირ ჯგუფში მოხვდა

მიმდინარე სეზონში ევროტურნირებიდან მოკვეთილი “მეტალისტის” ადგილს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ბერძნული პაოკ-ი დაიკავებს. ამ ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ “მეტალისტი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოკვეთა. უკრაინელების ადგილს ის გუნდი დაიკავებს, რომელიც ხარკოველებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხეს. ეს ბერძნული პაოკ-ია.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, პაოკ-ი “შალკეს” დაუპირისპირდება. აქამდე არსებული ინფორმაციით, ბერძნულ გუნდს ევროპის ლიგის ფლეი ოფში უნდა ეთამაშა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგაზე გამოთავისუფლებული ერთი ადგილი არ შეივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ თელ ავივის “მაკაბი” პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

0.11542