კალათბურთი

19:39 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტა უორლდ პისი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

 

ნბა-ს კლუბ „ნიუ იორკ ნიქსის“ აწ უკვე 34 წლის ყოფილი კალათბურთელი მეტა უორლდ პისი კარიერას ჩინეთის საკალათბურთო კლუბ „სიჩუანში“ გააგრძელებს, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ხნის განმავლობაში პისი ხელფასის სახით 1 400 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე პისი ჩინეთის საკალათბურთო ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეგიონერი იქნება. შეგახსენებთ, რომ „სიჩუანში“ გადასვლამდე პისს „ნიქსის“ გარდა „ინდიანაში“, „ჩიკაგოში“, „ჰიუნსტონში“, „ლეიკერსში“ და „საკრამენტოში“ აქვს ნათამაშები.

0.124277