მადრიდის “რეალის“ თურქული ფესვების მქონე გერმანელ ფეხბურთელს, მესუთ იოზილს, გარეგნულად ტიპიური ევროპელი ქალები არ მოსწონს და უპირატესობას შავგვრემან, აზიური ტიპაჟის მქონე ქალებს ანიჭებს. თურქ-გერმანელი ფეხბურთელის აზრით, ევროპასა და თურქეთში ქალის სილამაზეს განსხვავებულად აღიქვამენ და როგორიც თურქებს მოსწონთ, ისეთი ქალი ევროპელებს შეიძლება არასოდეს მოეწონოთ.
მესუთ იოზილმა ასევე იმ ცხოვრების წესზეც ისაუბრა, როგორც ევროპელი ქალები ცხოვრობენ და აღიარა, რომ მას არასოდეს მოეწონება, თუკი მისი ქალიშვილი დილამდე სტრიპტიზ-ბარში იცეკევებს და მავანი ევროპელებისგან განსხვავებით, არასოდეს იქნება მისთვის ნორმალური, შვილის აღვირახსნილი ცხოვრების წესი.
ჟოზე მოურინიოს შეგირდმა ასევე გაამხილა, თუ ვინ არის მისი აზრით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და სასურველი ქალი. იოზილმა ასეთად ინდოელი მსახიობი და მომღერალი, აიშვარია რაი დაასახელა და გამოტყდა, რომ მთელი სიყმაწვილე თუკი ვინმესთან თანაყოფაზე ოცნებობდა, ეს სწორედ მშვენიერი აიშვარია იყო.