ფეხბურთი

10:26 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ იოზილი ტრავმირებულია

 

ლონდონის “არსენალის” პლეიმეიქერი მესუთ იოზილი მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში დაშავდა და მეორე ტაიმში თამაში ვეღარ განაგრძო. “მეთოფეთა” ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველს მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს.

“იოზილი “ტოტენჰემთან” ნამდვილად ვერ ითამაშებს. ტრავმის სიმძიმის გასაგებად, დეტალური სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. ვფიქრობ, სულ ცოტა, 2 კვირის განმავლობაში მისი იმედი არ უნდა გვქონდეს. იმედია, ტრავმა არცთუ სერიოზულია” , - განაცხადა ლონდონელთა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნისა” და “არსენალის” დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა.

0.122079