ფეხბურთი

22:17 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესის პრეზიდენტი უბოდიშებს

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალი კაფაშიანმა არგენტინის ნაკრების წამყვან ფეხბურთელ ლეო მესის ოფიციალურად მოუბოდიშა. საქმე ისაა, რომ მუნდიალ2014-ის ჯგუფურ ეტაპზე ირანელები პატაგონიელებთან ერთად მოხვდნენ და კენჭისყრის დასრულებისთანავე სპარსეთის ყურის ქვეყნის საფეხბურთო ქომაგებმა მესის Facebook შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გამოთქმებით აავსეს.

მესიმ სულ 40 ათასამდე შეტყობინება მიიღო და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ფეხბურთელისადმი დამამცირებელი მიმართვით გამოირჩეოდა. “ირანის ფეხბურთის ფედერაცისა და მთელი ქვეყნის საფეხბურთო ოჯახის სახელით მესის ბოდიშს ვუხდი”, - კაფაშიანის ეს სიტყვები Eurosport-ს მოჰყავს.  

 

თეგებილეო მესი
0.112261