არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი სპორტის, შოუბიზნესისა და კინოს იმ ვარსკვლავთა სიას დაემატა, რომლებიც საკუთარ ღვინოს აწარმოებენ. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფორვარდმა საზოგადოებას თავისი სასმელი “ლეოს” მარკით უკვე წარუდგინა.
ღვინო ფეხბურთელის სამშობლოში – არგენტინაში, კერძოდ, პროვინცია მენდოსაში მზადდება. ღვინის წარმოება ლეო მესის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის პარალელურად მოხდა. სასმლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, სპორტის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას მოხმარდება.