ფეხბურთი

15:13 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესის “ელჩესთან” განაცხადში ელიან

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის საბოლოო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ არგენტინელი 100%-ით ჯანმრთელია. ესპანური პრესის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ თავდამსხმელი მოედანს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდეს.

“ბლაუგრანას” სამედიცინო შტაბი სამხრეთამერიკელის დაბრუნებას 11 იანვარს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში ვარაუდობდა, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ მესი 5 იანვარს “ელჩესთან” შეხვედრაში განაცხადში იქნება.

სადღეისოდ, კატალონიელთა “ათიანი” სამშობლოში იმყოფება და ბარსელონაში 2 იანვარს დაბრუნდება.

 

0.13298