კალათბურთი

14:33 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესინა პოპოვიჩის შტაბში

სან ანტონიო სპურზმა” გრეგ პოპოვიჩის სამწვრთნელო შტაბში ეტორე მესინა დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მისმა გუნდებმა ევროლიგის მოგება ოთხჯერ მოახერხეს, ამასთან იგი, უმთავრესი საკლუბო ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად ორჯერ დაასახელეს.

მესინას უკვე გააჩნია ნბა-ში მუშაობის გამოცდილება. 2011-12 წლების სეზონში იგი “ლეიკერსში” მაიკ ბრაუნის ასისტენტი იყო.

უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში, ეტორე მოსკოვის ცსკა-ს დამრიგებელი გახლდათ.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ესოდენ გამოცდილი და სერიოზული სპეციალისტი შემოგვიერთდა. მესინა ნამდვილი მწვრთნელი და ლიდერია. მისგან ყველანი ბევრ რამეს ვისწავლით”, - განაცხადა გრეგ პოპოვიჩმა.

მესინას “სპურზში” გამოჩენას მიესალმა არგენტინელი მცველი მანუ ჯინობილიც, რომელიც იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, საუკუნის დაასწყისში “ვირტუს ბოლონიაში” ირჯებოდა.

“ჩვენი ბოლო ერთობლივი მატჩი 12 წლის წინ ჩავატარეთ, ამჯერად კი, ახალი შეხვედრის დრო დადგა. დიდებულია, რომ მესინ “სან ანტონიოს” მომავლის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. კეთილი იყოს შენი “სპურზში” მობრძანება, ეტორე!”.

0.118881