სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:01 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესინა – “ბრუკლინში”, კიდი – “მილუოკიში”?

მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ეტორე მესინა, შესაძლოა, ნბა-ს წევრ “ბრუკლინ ნეთსის” თავკაცად დაინიშნოს. იტალიელი სპეციალისტი ჯეისონ კიდს ჩაანაცვლებს, რომელსაც ბრუკლინელთა მფლობელ – რუს მიხაილ პროხოროვთან და მის გუნდთან უთანხმოება აქვს.

შეგახსენებთ, რომ მესინამ რუსული გრანდი გასული სეზონის შემდეგ დატოვა, რომელშიც არმიელ კალათბურთელებს ვთბ-ს “ერთიანი ლიგა” მოაგებინა და ევროლიგის “ოთხთა ფინალშიც” ითამაშა. სათქმელია ისიც, რომ ეტორეს საკუთარ რიგებში ხილვა “სან ანტონიო სპურზსაც” სურს.

თუკი ისევ კიდს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ მან “ნეთსში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მომავალი სეზონის წინ კი, გუნდის მფლობელებს უფლებების გაზრდა მოსთხოვა. კიდის სურვილი გახლდათ, უშუალოდ მწვრთნელის მოვალეობების გარდა, იგი საკალათბურთო ოპერაციებშიც ჩაბმულიყო, თუმცა, უარი მიიღო.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრუკლინიდან აბარგების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯეისონმა ზაზა ფაჩულიას კლუბს – “მილუოკი ბაქსს” მიაშუროს. “ნეთსმა” კიდს ბრუკლინელებთან წინასწარი გასასუბრების უფლება მისცა და უკვე ისიც განიხილება, ჯეისონს რამდენი უნდა გადაუხადონ, თუკი “ბრუკლინი” მასთან მიმდინარე ოთხწლიან კონტრაქტს ვადაზე ადრე გაწყვიტავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115057