ფეხბურთი

23:30 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ და ფაბრეგასმა ტრავმები მიიღეს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები, ლიონელ მესი და სესკ ფაბრეგასი ტრავმირებულნი არიან და ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჯანმრთელდებიან ისინი.

ლიონელ მესიმ ტრავმა მალაიზიის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის წინ მიიღო. მან კუნთი დაიზიანა და მოედანზე გასვლა ვერ მოახერხა. ტატა მარტინოს განცხადებით, ტრავმა სერიოზული არაა და მან მესი თავის დაზღვევის მიზნით დაასვენა.

სესკ ფაბრეგასმა მალაიზიის წინააღმდეგ ითამაშა. 3:1 მოგებულ შეხვედრაში მან 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა, მაგრამ სეზონის სტარტზე კარგ ფორმაში მყოფმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ფაბრეგასის დაზიანება. მას სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება. ივარაუდება, რომ ის 14 აგვისტოს, ესპანეთს და ეკვადორს შორის გასამართ ამხანაგურ თამაშს გამოტოვებს.

0.111911