ფეხბურთი

10:41 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ და „ბარსელონამ“ მოილაპარაკეს

ლიონელ მესი და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საბოლოოდ შეთანხმდნენ. ესპანური სააგენტოების ცნობით, მხარეებმა ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები უკვე დააზუსტეს და ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ ამ დღეებში გააკეთებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით კი კატალონელთა არგენტინელი ლიდერის წლიური ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება და ამ თანხას 3 მილიონიც დაემატება, თუ „ბარსელონას“ წარმატებული სეზონი ექნება. ამ ეტაპზე უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა მესი მოქმედ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით. თუკი ასე მოხდა, იგი კლუბში 2019 წლამდე დარჩება.

0.116515