ფეხბურთი

17:18 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “საუკეთესო მეგობარი აგუეროა”

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთაც, მისი საუკეთესო მეგობარი “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუეროა. მოგეხსენებათ, მესი და აგუერო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები არიან.

“კუნი ცხოვრებას მიხალისებს. მასთან ერთად, ძალიან უბრალო რაღაცებზეც კი ბევრს ვიცინი. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა არგენტინის 14-წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდით. საერთო ჯამში, განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუკეთესო მეგობრები გახლავართ”, - ციტირებს მესის სიტყვებს Tribalfootball-ი.

აღსანიშნავია, რომ ევროპული მედიასაშუალებები ზაფხულში აგუეროს “სიტიდან” აბარგებას არ გამორიცხავენ. არგენტინელის მსურველთა სიაში მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ფიგურირებენ.

 

თეგებიმესიაგუერო
0.11403