ფეხბურთი

17:30 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. AS-ის ცნობით, 26 წლის არგენტინელს ბარძაყის ტრავმა აღარ აწუხებს.

მოგეხსენებათ, მესი მადრიდის “ატლეტიკოსთან” ესპანეთის სუპერთასის მატჩში (1:1) დაშავდა და ვერც “მალაგასთან” პრიმერას უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ითამაშა. სადღეისოდ, არგენტინელი ჯანმრთელია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდს უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.

ცნობისათვის, “ბარსას” უახლოესი მატჩი კვლავ “ატლეტიკოსთან” აქვს. 28 აგვისტოს, გუნდები ესპანეთის სუპერთასის მფლობელის ვინაობას საბოლოოდ გაარკვევენ.

0.116581