კატალონიური “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი, სამშობლოდან ესპანეთში ჩაფრინდა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
Goal-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტს 10 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. მაშინ მან “ბეტისთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში მუხლქვეშა მყესი დაიზიანა.
მესიმ აღდგენითი პროცესი ბუენოს-აირესში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისა და “ბარსელონას” ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა. არის შანსი იმისა, რომ ლიონელი მოედანს 5 იანვარს, “ელჩესთან” მატჩში დაუბრუნდეს.