ფეხბურთი

17:24 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი გრონდონას დაკრძალვას დაესწრება

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 35-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ხულიო გრონდონა, ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო ჩინოვნიკი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრონდონას პრესკონფერენცია უნდა გაემართა, სადაც ჟურნალისტებისთვის ალეხანდრო საბელიას წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ბუენოს აირესში გაემგზავრა, სადაც გრონდონას დაკრძალვას დაესწრება.

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას სათავეში დროებით ვიცე-პრეზიდენტი ლუის სეგურა ჩაუდგება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული.

 

გიორგი ბალახაძე

0.12379