“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი პოპულარული სპორტული გამოცემის, Goal-ის ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მე-2 ადგილზე ფრანკ რიბერი გავიდა, ხოლო მესამეზე – კრიშტიანუ რონალდუ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Goal-ის 500-მდე ჟურნალისტი, სეზონის საუკეთესო 50 ფეხბურთელის თავის ვერსიას ასახელებს. შედეგად, დგება რეიტინგი, რომლის სათავეში მოქცეული მოთამაშე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება.
ზემოთ ხსენებული სამი ფეხბურთელის გარდა, ათეულში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: თომას მიულერი, არიენ რობენი, გარეთ ბეილი, ფილიპ ლამი, ტიაგუ სილვა, არტურო ვიდალი, რობინ ვან პერსი.
Goal-ი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 2008 წლიდან ასახელებს. მესიმ ეს ჯილდო მესამედ მოიგო. 2-ჯერ საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, ხოლო ერთხელ – უეინ რუნი.