ფეხბურთი

12:09 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესი და პიკე კონტრაქტებს ერთ კვირაში გააფორმებენ

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი და მცველი ხერარდ პიკე ახალ კონტრაქტებს ხელს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მოაწერენ. შპორტ.ეს-ის ცნობით, ფეხბურთელებმა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და მოლაპარაკების ოფიციალური საბუთის დადასტურება დღეების საქმეა. სავარაუდოდ მხარეები ახალ ხელშეკრულებას მომავალი კვირის დასაწყისში გააფორმებენ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი “ბარსელონას ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის პირობებზე დიდხანს ვერ უთანხმდებოდა და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაურიგდა. არგენტინელის წლიური ხელფასი 20 მილიონი ევრო იქნება. დამატებით სამ მილიონს კი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კატალონიელები წარმატებულ სეზონს ჩაატარებენ.

 

0.118522