ფეხბურთი

11:31 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესი ბრაზილიას, ესპანეთსა და გერმანიას უფრთხის

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ, მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, თავისი გუნდის კონკურენტები დაასახელა. კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ფიქრობს, რომ ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებები ყველაზე სახიფათო მეტოქეები არიან.

“ყველა სანაკრებო და კლუბური ტიტულის მოგება მახარებს. მუნდიალზე გამარჯვება ჩემი ოცნებაა. ამაზე მეც ვოცნებობ, ჩემი თანაგუნდელებიც და მთელი ქვეყანაც. არგენტინას ოქროს თასი დიდი ხანია არ მოუგია. მსოფლიოს ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ. მთავარი კონკურენტები ბრაზილიის, ესპანეთის და გერმანიის ნაკრებები არიან. გარდა ამისა, სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ”, - განუცხადა მესიმ ესპანელ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, ზაფხულში, მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ იასპარეზებს.

0.126878