„ბარსელონასა“ და ლიონელ მესის გზები შეიძლება გაიყაროს. EL Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ესაუბრება და ამავდროულად ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტსაც განიხილავს.
მოლაპარაკების პროცესი ბოლო დროს ჩიხში შევიდა, რის მიზეზადაც მესის ფინანსური მოთხოვნები სახელდება. „ბარსელონას“ ლიდერს 4 წელიწადში 400 მილიონი ევროს აღება სურს. კლუბი კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს და სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებას ცდილობს, მაგრამ ამაოდ.
ოფიციალური კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არც ერთ საინფორმაციო წყაროს არ გაუვრცელებია.