მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” მატჩის (3:4) გმირმა ლიონელ მესიმ “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
“ჩვენს გუნდს საჭირო მომენტში პასუხის გაცემა შეუძლია. ასეთი მატჩები გვიყვარს და ტემპი არ უნდა დავაგდოთ. მიმდინარე სეზონი ძალზე დაძაბული გამოდგა. თანაც, მის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ჩემი რეკორდები? მთავარია, “ელ კლასიკო” მოვიგეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ინდივიდუალური მიღწევებით კმაყოფილი ვარ. “სანტიაგო ბერნაბეუს” ბრწყინვალე სტადიონზე გუნდის თამაშია გამოსარჩევი და არა მხოლოდ ჩემი”, - განუცხადა არგენტინელმა ესპანურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ მესიმ “რეალთან” მატჩში 3 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.