კატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებული ფორვარდი ლიონელ მესი მოედანს იმაზე ადრე დაუბრუნდება, ვიდრე ექიმები ელოდნენ. Marca-ს ცნობით, 26 წლის არგენტინელს მოედანზე ორ კვირაში ვიხილავთ.
სადღეისოდ, კატალონიელთა ლიდერი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და როგორც სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აცხადებენ, ტკივილი არ აწუხებს.
მოგეხსენებათ, მესიმ ბარძაყი 10 ნოემბერს, “ბეტისთან” მატჩში დაიზიანა. ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, არგენტინელი მოედანს იანვრის ბოლოს დაუბრუნდებოდა, მაგრამ კატალონიელთა სასიხარულოდ, გამოჯანმრთელების ვადა საგრძნობლად შემცირდა.