თამაშგარე

17:55 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეშახტე” მილა იოვოვიჩი

ყველაფერს ბედი უნდა ამ ცხოვრებაში... ზოგიერთ საფეხბურთო კლუბს ისეთი ცნობილი და ხელიხელსაგოგმანები ქომაგები ჰყავს, მათი ხათრითა და თვალთა ციალის გამო შეიძლება უგულშემატკივრო კაცმა. ზოგიერთი კლუბის ფეხბურთელებს კი ვარჯიშის შემდეგ, კეხურა ვაშლით უწევთ შიმშილის დაკმაყოფილება...

ამა წლის მაისის თვეში, უპოპულარულეს ჰოლივუდ მსახიობს, მილა იოვოვიჩს უკრაინაში, საფეხბურთო კლუბ “შახტარის” ბოსებმა დიდი ზარ-ზეიმით უმასპინძლეს და ინტერვიუების დროს მილამაც განაცხადა, რომ ამის შემდეგ, დონეცკური კლუბი მისი საყვარელი კრებული იქნებოდა.

იოვოვიჩმა სიტყვა არ გატეხა და გუშინ ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა, “შახტარის” საშინაო მატჩების მთელი წლის აბონემენტი. ჩუქებით როგორ არ აჩუქებდნენ ამ აბონემენტს, მაგრამ სიმბოლური ჟესტია მაინც... აბა, დონეცკში რომ ცხოვრობ და იცი რომ სტადიონზე მშვენიერი მილა დაგხვდება, ბიჭი ხარ და ნუ მიხვალ...

 

0.164332