ჭადრაკი

15:17 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ტური წარმატებული გამოდგა

მოსკოვის ღია პირველობის მე-3 ტურში ნინო ბაციაშვილმა (2407) რუს ანასტასია კოზინას (1669) სძლია და 2.5 ქულით 27-ე ადგილზე გადაინაცვლა. წარმატებული დღე ჰქონდა ანა გავაშელსაც, რომელმაც ასევე თეთრი ფიგურებით კიდევ ერთ მასპინძელი ვალენტინა სკაკუნი (1919) დაამარცხა და 2.0 ქულით 55-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავებით ითამაშებენ. ბაციაშვილი მარინა ბარაევას (რუსეთი, 2196) ეთამაშება, ხოლო გავაშელი – დარია ვლასოვას (რუსეთი, 1907).

0.117815