ჩოგბურთი

15:50 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესამე თელავური

ზედიზედ მე-3 კვირაა, ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავშია შეკრებილი, სადაც მორიგი 10-ათასიანი ტურნირი იმართება.

შეჯიბრის საკვალიფიკაციო ბადეში 6 ქართველი გოგონა ჩაება, თუმცა, სასურველი შედეგი ვერც ამჯერად აჩვენეს. მათგან ძირითად ბადეს მხოლოდ ერთმა – ნინო მემიშიშიმ უწია.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში რუსები დაჩაგრა – ჯერ ელვირა ჯუღაშვილს სძლია (6:0, 6:0), შემდეგ კი – სვეტლანა კლიუჩნიკოვას (6:4, 6:2). ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მანამდე შორენა ტატელიშვილი 6:1, 6:7 (2:7), 6:2 დაამარცხა.

ანა ქადაგიძემ რუს ლიუდმილა გაზაევასთან წააგო – 3:6, 5:7, ანა ახალკაცმა კი ებრაელი დანა კამიშევასთან წარმატების (6:3, 6:1) კვალად, რუს ანასტასია ბლიუხტეროვასთან დათმო მატჩი – 2:6, 0:6.

თამარ სუმბაძე პირველ წრეში ისვენებდა და შემდეგ იტალიელ მარსელა კუჩასთან დამარცხდა – 0:6, 4:6, ხოლო მედეა პეტრიაშვილმა ჯერ რუს სოფია ვაინბერგს აჯობა – 7:6 (7:1), 6:4, გადამწყვეტ რაუნდში კი ჩინელ ჩაოი ჩენს ვეღარ გაუმკლავდა – 1:6, 1:6.

სავარაუდოდ, პირდაპირ ძირითად ბადეში იქნებიან დაშვებულნი მარიამ ბოლქვაძე, თამარ ჭალაგანიძე და თამარ კუტუბიძე.

დასასრულ ეკატერინე გორგოძეზეც ვთქვათ, რომელიც გერმანიაში რჩება და ამჯერად, ლაიფციგის 15-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს. გორგოძის პირველიე მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი მასპინძელი ნინა ზანდერი იქნება.

0.114945