ნალჩიკის “სპარტაკს”, რომელიც რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში ასპარეზობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეემატა.
ნალჩიკელებმა 20 წლის მცველი გიორგი ჯიქია დაიმატეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქამდე, მოსკოვის “ლოკომოტივი 2”-ის კაპიტანი იყო. ამ გუნდის შემადგენლობაში მან მიმდინარე სეზონში რუსეთის მე-2 დივიზიონში 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ჯიქია ჯერ “ანჟიში” ისინჯებოდა, სადაც არ დაიტოვეს, ხოლო შემდეგ ნალჩიკური გუნდს მიაშურა და კარიერას “სპარტაკში” გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ყაბარდო-ბალყარულ კლუბში ფორვარდი დავით სირაძე და ნახევარმცველი გუჯა რუხაია გამოდიან.