კალათბურთი

17:22 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ადგილისთვის ბრძოლა “არმიამ” მოიგო

 

ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ჯგუფურ ეტაპზე ხელმოცარული გუნდები, “რუსთავი” და “არმია”, ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “რუსთავის” უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი მათივე გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში “ძალოვნებმა” შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 2 ქულის სხვაობით, 66:64 დაამარცხეს და მესამე ადგილს დაეუფლნენ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა “არმიას” უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა “რუსთავის” ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი, რომელმაც 11 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. იგი დაგროვილი ქულების რაოდენობითაც საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის.

“რუსთავი”-“არმია” 64:66 (13:11, 22:15, 17:31, 12:9)

ამჟამად მიმდინარეობს ფინალური შეხვედრა “სოხუმსა” და “დინამოს” შორის.

0.210812