ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა, ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (85 კგ), უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრები მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
დათუნაშვილმა, პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩისა (8:0) და ბელარუსი ვალერი პალენსკის (4:2) ძლევის შემდეგ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს, ბულგარელ იავორ დიმიტროვ იანაკიევს სასურველი ფრით აჯობა - 2:2. ბულგარელმა თითო ქულა მეტოქის ხალიჩის მიღმა გაყვანით და გაფრთხილებით აიღო. დათუნაშვილმა ორქულიანი ილეთი შეასრულა.
ვლადიმერ გეგეშიძემ მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება ტაჯიკი ისფანდიორ ლატიპოვის ადვილად დამარცხებით (10:1) მოიპოვა. იქამდე კი, ქართველმა მოჭიდავემ ევროპის 2012 წლის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი, ბულგარელი ხრისტო დიანოვ მარინოვი ჩამოიშორა (4:3).
ვასილ მშვილდაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანიუს ლეგენდა შავი რაინდი
მანიუს ლეგენდა შავი რაინდი
არც ისე ცუდი ინფოა
მოგესალმებით გირჩვეთ დაიწყოთ ახალი მენეჯერული თამაში, და აშენოთ თქვენი კლუბი... მსგავსად რეალი, ბარსა მილანი და სხვა ცნობილი გონებისა!stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2921852')>0?' http://trophymanager.com/?c=2921852':' http://trophymanager.com/?c=2921852'))
?
კაია