ლონდონის “არსენალის” მცველ პერ მერტეზაკერის აზრით, “მეთოფეთათვის” ინგლისის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში საკვანძო მომენტი მარტია და სწორედ უახლოეს შეხვედრებში გამოჩნდება, შეუძლია თუ არა “არსენალს” ოქროს მედლის მოპოვება.
“წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. ყოველი მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ ვერა მიზნის მიღწევას. ბოლო დროს სატურნირო მდგომარეობა გავირთულეთ და სიტუაცია სწრაფადვე უნდა გამოვასწოროთ. ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ზუსტდ გამოჩნდება, რეალურია თუ არა ინგლისის ჩემპიონობაზე ფიქრი” – უთხრა მერტეზაკერმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.
“არსენალი” პრემიერლიგაში 29-ე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს სტუმრად, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. არსენ ვენგერის გუნდს 59 ქულა აქვს ლიდერ “ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.