11:21 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერტესაკერის სპორტული ოჯახი

თუკი ჩვენ პლანეტაზე ვინმეს საკუთარი სპორტული ოჯახით შეუძლია იამაყოს, ეს პირველ რიგში გერმანელი ფეხბურთელი, პერ მერტესაკერია, რომელსაც სამი წელია ცოლად გერმანის ხელბურთელთა ნაკრების აწ უკვე ვეტერანი ვარსკვლავი, ულრიკე სტეინჯი ჰყავს. ულრიკე ხელბურთელის სპორტულ კარიერას დღემდე აგრძელებს და გერმანულ კლუბებში მოღვაწეობის შემდეგ, ამჟამად ლონდონის ხელბურთელთა კლუბ “ეიჯ თაიმსში” გამოდის.
ულრიკე სტეინჯის კარიერის დიდ ბრიტანეთში გაგრძელება რა თქმა უნდა, მისი ქმრის გადაწყვეტილებითაც არის ნაკარნახევი. მას შემდეგ, რაც გერმანელი მცველი ლონდონის “არსენალში” გადავიდა, ულრიკემაც აიკრა გუდა-ნაბადი და ნისლიან ალბიონზე ქმართან ერთად გაეშურა. იქ კი, მისი მსურველი კლუბის მოძიება არ გასჭირვებია.
ულრიკე სტეინჯსა და პერ მერტესაკერს ერთი შვილი, 2 წლის გოგონა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ფეხბურთელი თავის პირად ცხოვრებაზე როგორც წესი ძალიან იშვიათად საუბრობს, ერთხელ ”ბუნდესქვეყნელ” ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ პირველი შვილი უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა და ძალიან სურს, რომ მისი შვილებიც სპორტსმენები გამოვიდნენ.

0.165316